LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა! არ ენდო გათამაშების ან მოგებული ქულების შესახებ მიღებულ ბმულს“ – გიორგი კეპულაძე მოქალაქეებს მიმართავს

159
Untitled design (3)

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ წერს სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა! მომხმარებელს მობილურზე მისდის შეტყობინება, რომ მან გათამაშებაში მოიგო რაღაც ქულები, რის გასანაღდებლადაც საჭიროა ბმულზე გადასვლა. ბმულზე გადასვლის შემდეგ კი, შესაძლებელია, როგორც მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაციის მოპოვება, ასევე მისი ანგარიშიდან თანხის მოპარვა.

ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავზარალდეთ:

არ ენდო გათამაშების ან მოგებული ქულების შესახებ sms-ით, WhatsApp-ით ან Viber-ით მიღებულ ბმულს.

არ გადახვიდე და არ შეიყვანო შენი საბანკო ინფორმაცია მსგავს ბმულებზე.

დარწმუნდი, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი კომპანიის დასახელება და ვებგვერდის მისამართი.

ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დარეკე კომპანიის ცხელ ხაზზე ან მიწერე შეტყობინება“, – წერს გიორგი კეპულაძე.

 

კიბერთაღლითებმაც დრო იპოვეს და მომხმარებლების ანგარიშებს შეუტიეს.
⛔ ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა!…

Posted by Giorgi Kepuladze on სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები