LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის განმარტებით, ინფორმაცია 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით სიცრუეა

292
104323889-654121708649404-546143250526283803-o

მთავრობის განმარტებით, ინფორმაცია 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით სიცრუეა.

”სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას. ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება”, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები