LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვირუსმა, რომელმაც კოვიდპანდემია გამოიწვია, ვუჰანის კვლევითი ინსტიტუტიდან გაჟონა: კონგრესმენების მოხსენება

2221
1

“ჭარბი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ვირუსმა, რომელმაც კოვიდპანდემია გამოიწვია, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა.” – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვირუსის წარმოშობას კვლავ იკვლევს და ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოძიების მეორე ფაზის დაწყებას გეგმავს, პარალელურად საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს აშშ-ის კონგრესმენების ნაწილი და შესაბამის მოხსენებასაც წარადგენს. 

სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაშია აღნიშნული, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (WIV) მეცნიერები კორონავირუსების მოდიფიცირებაზე მუშაობდნენ.

რესპუბლიკელების წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, მაიკ მაკკოლმა კომისიის ანგარიში წარადგინა და მოითხოვა ოპერატიული გამოძიება იმ პანდემიის წარმოშობის, რომელმაც მსოფლიოში 4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

“ჩვენ ახლა დარწმუნებულები ვართ, დროა სრულად გამოვრიცხოთ ზღვის პროდუქტების ბაზარი, როგორც ვირუსის გავრცელების წყარო. ჩვენ ასევე გვჯერა, მტკიცებულებების სიჭარბე ადასტურებს, რომ ვირუსმა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა და ეს მოხდა 2019 წლის 12 სექტემბრამდე.” – აღნიშნულია მოხსენებაში.

ჩინეთი უარყოფს აშშ-ისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ვირუსი გენმოდიფიცირებულია და ის ვუჰანის დაწესებულებიდან გავრცელდა, ოფიციალური პეკინი ასევე არ ეთანხმება ბრალდებებს, რომ თითქოს ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ინფორმაცია დამალეს.

ექსპერტთა ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ პანდემია გამოწვეული იყო ცხოველის ვირუსით, რომლითაც პაციენტი X სავარაუდოდ, ზღვის პროდუქტების ბაზარში დაინფიცირდა.

ამ პროცესების პარალელურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის კვლევას აგრძელებს და გამოძიების მეორე ეტაპის დაგეგმვასაც იწყებს, ოფიციალური ჩინეთი კი აცხადებს, რომ ამის წინააღმდეგია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები