LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუმია ბრუნდება – მეცნიერებმა 3000 წლის ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

1047
The-3000-year-old-voice-of-the-Egyptian-mother-has-been-brought

BBC-ის ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელმა მეცნიერებმა ძველ ეგვიპტეში მცხოვრები ქურუმის, ნესიამუნის  ოცნება სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ აასრულეს. მათ შეძლეს ეგვიპტელი ქურუმის ხმის აღდგენა, რაშიც მთავარი როლი ნესიამუნის მუმიამ, უფრო კონკრეტულად კი მისმა ხმის იოგებმა ითამაშეს, რომლებიც შესანიშნავ მდგომარეობაშია შემონახული.

BBC-ის ინფორმაცით, პროექტ „ხმები წარსულიდან“-ის ფარგლებში ეგვიპტელი ქურუმის მუმიას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მიღებული მონაცემების 3D სკანირება მოხდა. მეცნიერებმა სამგანზომილებიანი სკანერის დახმარებით, ნესიამუნის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით მისი ჟღერადობაც აღადგინეს.

 

ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა გარდაცვლილი ადამიანის ხმა პროგრამის დამხარებით „გაცოცხლდა“. მკვლევარებმა მას რამოდენიმე ბგერა წარმოათქმევინეს და იმედოვნებენ, რომ მომავალში ნესიამუნი სრულ წინადადებების წარმოთქმასაც “შეძლებს“.

ნესიამუნის მუმია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ეგვიპტური არტეფაქტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ლიდსის მუზეუმში ინახება. მუმია კარნაკში მდებარე ამონის ერთ-ერთ ტაძარში აღმოაჩინეს. ნესიამუნი ფარაონ რამზეს XI-ის თანამედროვე გახლდათ და დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე  1099-1069 წლებში ცხოვრობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები