LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონით” ინფიცირების დროს, ჰოსპიტალიზაციის რისკი 30%-დან 70%-მდე მცირდება: კვლევის შედეგები

345
269731890-3079144889036851-6308482533880964964-n

დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, “ომიკრონის” ტალღა, მანამდე გავრცელებულ შტამებთან შედარებით, უფრო რბილია.

როგორც BBC კვლევებზე დაყრდნობით წერს, პირველადი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ “ომიკრონით” ინფიცირებული უფრო ნაკლები ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას, ვიდრე სხვა შტამებით ინფიცირებულები.

პირველადი შეფასებით, “ომიკრონის” შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი 30%-დან 70%-მდე მცირდება.

შოტლანდიაში მიმდინარე კვლევის ფარგლებში, მკვლევრები როგორც “ომიკრონით”, ასევე სხვა შტამებით ინფიცირებულთა მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

კვლევის ავტორების თქმით, თუ “ომიკრონი” ისეთივე რისკის მატარებელი იყო, როგორც “დელტა” შტამი, მაშინ ცდისპირი პაციენტებიდან დაახლოებით 47 ადამიანი უკვე საავადმყოფოში უნდა მოხვედრილიყო, კვლევის მიმდინარეობის დროს კი მათი რიცხვი მხოლოდ 15-მდე გაიზარდა.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ხედავდნენ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობის, დაახლოებით, ორი მესამედით შემცირებას, თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ კვლევაში მონაწილეობდა “ომიკრონით” დაავადებული რისკის ქვეშ მყოფი მხოლოდ რამდენიმე ხანდაზმული. ეს რიცხვი კი ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმის გასაგებად, თუ რა საფრთხეს უქმნის ახალი შტამი ასაკოვან პირებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული შტამი შესაძლოა შედარებით მსუბუქი იყოს უმრავლესობისთვის, თუმცა ასევე არის დიდი საფრთხე, რომ მან ერთდროულად დააინფიციროს ძალიან ბევრი ადამიანი, რაც ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს.

ამის მიუხედავად კი, სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი შერილ კოენი აცხადებს, რომ ახალი მონაცემები ნამდვილად არის პოზიტივის საფუძველი, რადგან ის ადასტურებს “ომიკრონის” სიმძიმის შესუსტებას სხვა შტამებთან შედარებით.

“ომიკრონის” სიმძიმის უფრო ღრმა შესწავლა დაეხმარება ქვეყნებს გადაწყვიტონ, თუ როგორ უპასუხონ ვირუსს – ამბობენ მეცნიერები.

სამხრეთ აფრიკაში “ომიკრონის” უზარმაზარი ტალღა, ისევე სწრაფად სუსტდება, როგორც გაიზარდა: The Washington Post

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები