უკვე 2 დღეა მუსიკოს კოტე კანდელაკს ოჯახის წევრები და მეგობრები ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუსიკოსი ბოლოს გუშინ, მცხეთაში ნახეს. საქმეში სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
„გუშინდელი საღამოს მერე, ჩვენი მეგობარი კოტე კანდელაკი გაუჩინარდა. ვინმეს თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ იქნებ დაგვეხმაროთ მის პოვნაში!?“, – წერს მუსიკოსი სალიო სოციალურ ქსელში.