LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მუსიკოსები, ვინც ცოცხლად უკრავს, ყველა სიკვდილის პირასაა, გახსენით ქვეყანა!” – „რეზო და ბავშვების“ სოლისტი

196
unnamed

“რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო ბლიაძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ რესტორნები ცოცხალი მუსიკის გარეშე იმუშავებენ.

როგორც ბლიაძე სოციალურ ქსელში წერს, ის მუსიკოსები, რომლებიც ცოცხლად უკრავენ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა “სიკვდილის პირას” მიიყვანა.

„ცოცხლად ვინც უკრავს ყველა სიკვდილის პირასაა. (ჯგუფები დაიშალა, ვოკალისტები ტაქსაობენ, ინსტრუმენტალისტები ინსტრუმენტებს ყიდიან)

მაგრამ იმდენი მაინც დავრჩებით რომ თქვენ გაგაცილოთ ამ ქვეყნიდან ზურნა/დუდუკებით, ბოლო გზაზე! უსინდისოებო!

გახსენით ქვეყანა!“- წერს რეზო ბლიაძე.

ცნობისთვის, დღეიდან, 8 მარტიდან რესტორნებმა შიდა სივრცეებიც განაახლეს ფუნქციონირება.

კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება.

“მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება” – ბექა ფერაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები