LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსლიმები და ქრისტიანები ერთად: ავსტრალიაში წვიმისთვის ლოცულობენ

2136
BeFunky-collage

ავსტრალიაში, სადაც ამჟამად ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერაა, წვიმისთვის ლოცულობენ. როგორც dailymail წერს, ქრისტიან მომლოცველებს მუსლიმებიც შეუერთდნენ. ბონიტონის პარკში 50-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები შეიკრიბნენ.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გაწვიმდა და მეხანძრეები ემოციებს ვერ მალავენ. თუმცა, ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ აღნიშნული ვიდეო, გასული წლის, 27 ნოემბერს არის გადაღებული.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=609397389817107&set=p.609397389817107&type=3&theater

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში დღეს ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერის ჩასაქრობად ეს არ იქნება საკმარისი.

როგორც BBC წერს, ხანძრების გამო დედაქალაქ კანბერაში ჰაერის ხარისხი გაუარესდა, რის გამოც მოსახლოებას სახლების დატოვებას არ ურჩევენ. ცნობილია, რომ ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათში 20 მილიონი დოლარი შეაგროვეს.

პინკმა ავსტრალიელ მეხანძრეებს $500 000 გადაურიცხა

„სრულად განადგურებული ვარ იმის ყურებით, რაც ახლა ავსტრალიაში საზარელი ტყის ხანძრების გამო ხდება.

მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მთავრობას ხანძრების ლიკვიდაციის გეგმა არ აქვს.

ხანძარმა 1 200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.ამასთან ერთად, ხანძრების შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი.

ავსტრალიის პრემიერის განკარგულებით, ცეცხლის ჩაქრობაში 3 000 რეზერვისტი ჩაერთო.

ხანძრების კვამლმა ახალ ზელანდიასაც მიაღწია, სადაც ცამ ყვითელი შეფერილობა მიიღო. სახანძრო სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს, ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროებს 260 კმ-ს რადიუსით დაშორდნენ.

ბოლო მონაცემებით, მასშტაბური ხანძრის გამო 24 ადამიანი დაიღუპა,  17 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ავსტრალიაში დაღუპული მოხალისე მეხანძრის შვილი მედალით დააჯილდოვეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები