LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Myway Airlines რუსეთის მიმართულებით გაყიდულ ბილეთებს უკან აბრუნებს

366
43195812_556050961508739_4934587247493120000_n

ავიაკომპანია Myway Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაყიდული ბილეთების დაბრუნებას იწყებს და ამ თემაზე განცხადებას ავრცელებს.

„ავიაკომპანიამ Myway Airlines, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ. Myway Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს. ყველა მგზავრს გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება. მგზავრებს თანხა იმ არხის საშუალებით დაუბრუნდებათ, რისი მეშვეობითაც მოხდა ავიაბილეთების შეძენა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების დაბრუნების პროცედურა შეეხება მხოლოდ 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილ ფრენებს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები