„უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ“ – სოფო ჯაფარიძე სააკაშვილზე
ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხალხთან დიალოგისთვის და ის ყველას უპასუხებს:
„მიხეილ სააკაშვილი მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას ხმა მიაწვდინოთ და თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ.
ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ.
„საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ყველას შეეძლება წერილის მოტანა, მოსაზრების გაზიარება, რასაც ჩვენი ადვოკატების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მიიღებს და ყოველდღიურად გასცემს ჩვენს მოქალაქეებს პასუხს. ოფისი სულ რამდენიმე დღეში იქნება მზად და დეტალებს გაგაგებინებთ,“ – თქვა სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძე: „მე არავის ადგილი არ დამიკავებია.. ვარ მისი ნდობით აღჭურვილი პირი“
