LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაც-ლიბერალურმა პროპაგანდამ, სირცხვილის, რიდის, კრძალვის გაქრობამ, შვა ადამიანი, რომელმაც 83 წლის როინ მეტრეველს მოუწყო ეს ამაზრზენი, უნიჭო პროვოკაცია – ვატო შაქარიშვილი

517
ფორტუნა (14)

კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი „მთავარი არხის“ ეთერში, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რა შედეგი გამოიღო სპეცოპერაციამ – ახალი ქართველის გამოყვანის შესახებ, მისი ყველა მახასიათებლით განსახიერებულია ვინმე ბექა ყორშიაში. ნაც-ლიბერალურმა პროპაგანდამ, ინდოქტრინაციამ, თავისუფლების გაგებამ ყველაფრის უფლებად, სირცხვილის, რიდის, კრძალვის გაქრობამ, სინდისთან და მორალთან ბრძოლამ შვა ეს ადამიანი, რომელმაც 83 წლის როინ მეტრეველს მოუწყო ეს ამაზრზენი, უნიჭო, მდაბიო პროვოკაცია!

„მუქარებით ვერ შემაშინებთ.. ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია“ – ბექა ყორშია

„გუშინ ყველას დაურეკეს. საერთოდ ყველას დაურეკეს ბატონი როინის შვილიშვილებმა, რომ სიუჟეტი ლაივშივე გაგვეწყვიტა და არ გასულიყო“

მავნებლობის გარდა, რომ არაფერი გაუკეთებია, ასეთი არარაობა ასამართლებს ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ 83 წლის წინ დაიბადა და მაშინ საბჭოთა კავშირი არსებობდა..

ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულს უწოდებს და სიტყვით კლავს ასაკოვან ადამიანს! მერე გამოდის მისნაირი მიშას მყვარებელი ექიმად წოდებული დეგენერატი და თვითმკვლელობისკენ მოუწოდებს როინ მეტრეველს…

ეს არის საზიზღრობა მეტს ვერაფერს ვარქმევ! ეს არის დანაშაული და მათ შორის სწორედ ამის დასრულებისთვის შეიქმნება დღეს ახალი მოძრაობა, რომელიც ამ ყველაფერს უპასუხოდ არ დატოვებს!!!“ – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

რა შედეგი გამოიღო სპეცოპერაციამ – ახალი ქართველის გამოყვანის შესახებ, მისი ყველა მახასიათებლით განსახიერებულია ვინმე…

Posted by Vato Shackarishvili on Monday, June 12, 2023

 

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი სატელეფონო საუბარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს გაეცნო როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

სიუჟეტში ბექა ყორშია მას სთხოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭონ, რა­ზედაც როინ მეტრეველს უარი არ უთქვამს.

„ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია..

ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან“.

შალვა ნათელაშვილი: „პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა.. სასიკვდილოდ გაწირეს კაცი, ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის“

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“ – სახალხო დამცველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g