LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი: „პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა.. სასიკვდილოდ გაწირეს კაცი, ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის“

594
ფორტუნა (13)

„პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა დღევანდელი გადაცემა“, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის“ ეთერში, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი რექტორი იყო ბატონი როინ მეტრეველი. წარჩინების დიპლომით დავამთავრე და ჩემთვის ქრთამი არავის გამოურთმევია.

მისი შექმნილია ერთადერთი კომპლექსური ისტორიოგრაფიული წიგნი დავით მეოთხე აღმაშენებელზე, აღარაფერს ვამბობ უნიკალური პირველი ქართული ენციკლოპედიის გამოცემაზე, რასაც ის ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა. პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა დღევანდელი გადაცემა. სასიკვდილოდ გაწირეს კაცი, ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის.

ღარიბაშვილის ნაძირლობაზე რაიმე ახალი დამამტკიცებელი ვერსიების შექმნა, თან აღნიშნული ფორმით, საჭირო არ იყო. ამ პერსონაზე ლამის მთელი მსოფლიო ისედაც შეთანხმებულია. მე ჩემი აზრი მოგახსენეთ, იმედია არ შემრისხავთ.“- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი რექტორი იყო ბატონი როინ მეტრეველი. წარჩინების დიპლომით დავამთავრე და ჩემთვის…

Posted by Shalva Natelashvili on Sunday, June 11, 2023

 

ცნობისათვის, სიუჟეტის ავტორი, სატელეფონო საუბარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს გაეცნო რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მრჩევე­ლი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“ – სახალხო დამცველი

სიუჟეტში ბექა ყორშია მას სთხოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭონ, რა­ზედაც როინ მეტრეველს უარი არ უთ­ქვამს.

„ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია..

ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები