LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” თვითგანადგურების რეჟიმშია, იმედი გვაქვს ეს პროცესი წარმატებით დასრულდება: კობახიძე

91
BeFunky-collage (1)

”ნაციონალურ მოძრაობაში” არიან ისეთი წევრები, რომლებიც ანტიდასავლურ დამოკიდებულებას ღიად არ გამოხატავენ. თუმცა, გამორჩეულად გვარამია, სააკაშვილი და მელია ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსები არიან.”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

”სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივე ნიკა მელია ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და მათ წარმომადგებლებს. ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის აშკარად რადიკალური და ანტიდასავლური ფრთა. დანარჩენში არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ემიჯნებიან ასეთ შეტევას დასავლურ ინსტიტუტებზე და პოლიტიკოსებზე”. – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისია და ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული.

“ხელისუფლებასთან გარიგება არ ყოფილა” – პარლამენტში შესული 4 ოპოზიციონერი დეპუტატი ახალ პარტიას აფუძნებს

”დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურების დასრულება. რეალურად, ”პატრიოტთა ალიანსმა” საკუთარი თავი გაინადგურა. ეს პროცესი ახლა გრძელდება ”ნაციონალურ მოძრაობაში” და იმედი გვაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. ”ევროპული საქართველო” ისედაც განადგურებულია. ეს ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ”. – განაცხადა, კობახიძემ.

მისივე განმარტებით, მათი ამოცანაა, გაივლოს ზღვარი რადიკალურ და ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც კობახიძის შეფასებით, მაშინ გამოჩნდება, როცა პარლამენტში შემოსვლაზე კონკრეტული პარტიების გადაწყვეტილებები გაცხადდება.

არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე – კომიტეტმა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები