LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა

100
151125976-411772459891542-3332980449192689145-n

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა. მერაბიშვილს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოატანინე არდაჭერის გადაწყვეტილება-ჭკუით იყავი, დამთავრდა ის დრო, როდესაც იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე – სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში: კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე

„მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“.