LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოატანინე არდაჭერის გადაწყვეტილება-ჭკუით იყავი, დამთავრდა ის დრო, როდესაც იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე – სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

158
FORTUNA.GE- (1)

“არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევაა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, (ყველამ იცის რომ არავინ არავის არ ჭამს) არდაჭერის გადაწყვეტილება, რადგან ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის.” – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამის პარალელურად კი პარტიის ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს “ფეისბუქის” საშუალებით მიმართავს. 

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ივანიშვილს არა მხოლოდ სანქციები, არამედ სისხლის სამართლის საქმეებიც არ აცდება და აღნიშნავს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე. დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან ათასგვარ სისულელეზე, ამის არავის აღარ სჯერა.

ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ამაზე ვიღაც თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, არამედ, შენ, პირადად არ აგცდება სისხლის სამართლის საქმეები.

ამიტომ არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევაა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, (ყველამ იცის, რომ არავინ არავის არ ჭამს) არდაჭერის გადაწყვეტილება, რადგან ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება. ამის შემდეგ დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ასე რომ ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს.” – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, თავად ნიკა მელია კი პროცესს არ ესწრება.

 

პოპულალურები