LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაადასტურა, რომ ისინი არიან არათანმდიმდევრული და უპრინციპო ძალა პოლიტიკაში: ლადო ბოჟაძე

77
1545641671-1539337928-ლადო-ბოჟაძე (2)

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაადასტურა, რომ ისინი არიან არათანმდიმდევრული და უპრინციპო ძალა პოლიტიკაში. მათ დღეს დაადასტურეს, რომ პარლამენტი არის ლეგიტიმური და მათი 7 თვიანი ბოიკოტი ემსახურებოდა ქვეყანაში ქაოსს და რევოლუციური სცენარის განვითარებას“, – ასე შეაფასა ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ენმ“-ის პარლამენტში შესვლა.

როგორც “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ბოჟაძემ განაცხადა ხვალინდელი დღიდან საინტერესო საპარლამენტო მოვლენები გველოდება.

„სრულიად წარმოუდგენელია ყოველგვარი მიზეზის გარეშე გადაწყვიტო პარლამენტში შესვლა. დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლის მიზეზად შარლ მიშელის დოკუმენტი მაინც დაიდო საფუძვლად.

დოკუმენტი ითვალისწინებს კონკრეტულ პრივილეგიებს ოპოზიციური პარტიებისთვის და ეს გავრცელდება მათზე, ვინც ხელს მოაწერს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არ შეასრულებს ამ პირობას, არ მოაწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, უარს იტყვიან საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო ბარიერის საკითხი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ 32 ხმას გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ხმები დაემატება, შესაძლებელია, დოკუმენტის მთავარი პუნქტები ვერ შესრულდეს.

მიუხედავად ყველაფრისა არის მნიშვნელოვანი დღე, პარლამენტი სრულად შეიკრიბა და ყველა ამომრჩევლის ხმა უკვე პარლამენტში ისმის“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები