LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაცმოძრაობავ, გაგვაგებინეთ, თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს… ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?“

239
VASH

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიმართვამ ბევრი კითხვა გააჩინა.

განცხადებაში, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

მისი განცხადების პათოსმა, გააჩინა ეჭვი, რომ ვაშაძე პარლამენტში შეცვლას გეგმავს.

ქუჩა ჩავანაცვლოთ ტრიბუნით: გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შესვლას აპირებს?

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებული განცხადების საპასუხოდ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

“სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე“, – წერს ხატია დეკანოიძე “ფეისბუქის“ გვერდზე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დამაბნეველს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.
გიგა ბოკერიას განცხადებით, თავად „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია.

„რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის გაუგებარი და დამაბნეველი განცხადება. ველოდებით თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხობს და რისი თქმა უნდაოდა, რამე ცვლილებაა მათ პოზიციაში, თუ არა. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება. ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ქვეყნისთვის ბევრად მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში, ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ არჩევნებში მოგებული წაგებულად გამოაცხადოს, ამ მანიპულაციების, დაშინების, ზეწოლისა და მანიპულაციების შედეგად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.

საქართველოს “პირველ არხთან” საუბრისას, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ის შეხვედრებს არ ესწრება და შესაბამისად, ამ ინფორმაციას არ ფლობს.

„არ ვიცი არაფერი. მეც ახლა ინტერნეტით გავიგე. ვერფერს გეტყვით. ალბათ, პარტია გააკეთებს განცხადებას. მე უბრალოდ არც შეხვედრებზე დავდივარ და არაფერი. ამიტომ თავს შევიკავებ. რამე რომ ვიცოდე, გეტყოდით.
არ ვარ საქმის კურსში და არ ვიცი, ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა, როდის და სად გააკეთა. მე პირადად საქმის კურსში არ ვარ. ამ განცხადების ნამდვილობაც კი არ ვიცი და აბა როგორ ვთქვა რამე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

ლევან ხაბეიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ემიჯნება.

„არანაირი მეორე ტურები! არანაირი პარლამენტში შესვლა და არანაირი უკან დახევა! ბრძოლა გამარჯვებამდე. ეს არის ჩემი ინდივიდუალური და პარტიის საერთო პოზიცია.
პ.ს. ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში. თავისუფალ არჩევანს, დაცულ ხმას და თავისუფლებას ვითხოვთ!
ძალა ერთობაშია“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

 

განცხადებას გამოეხმაურა  „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ნაცმოძრაობავ – გაგვაგებინეთ, თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს. თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა? და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი? ​თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას!

მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა.

ამასთან – ყველაფერს აქვს თავისი წესი.
როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად.
ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც გრიგოლ ვაშაძეს აბსოლუტურად ეთანხმება.
ვაშაძის განცხადების პათოსს სრულიად ვიზიარებ, – აცხადებს „ძალა ერთობაშიას“ წევრი, პაატა დავითაია.

„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია აწარმოო მოლაპარაკებები, რათა სიტუაცია განიმუხტოს და მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია ოპოზიციას, დიალოგის პროცესში მიიღწეს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

 

მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

„დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები