LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნახეთ რა ხდება, რა დოზით მოიხმარენ ახალგაზრდები თამბაქოს”

305
pjimage

ჟურნალისტი და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეგი საჯაია სოციალურ ქსელში გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში, სკოლის მიმდებარედ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“ეს ნორმალურია? ნახეთ რა ხდება, რა დოზით მოიხმარენ ახალგაზრდები თამბაქოს! რამდენიმე საათში ნახევარი ტომარა სიგარეტის ნამწვავი მოვაგროვეთ სოფელ ვაზისუბნის ბულვარში, სადაც ძირითადად სკოლის მოსწავლეები იკრიბებიან!
უსაფრთხო გარემო და ჯანმრთელი მომავალი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი უნდა იყოს, სწორედ ამ ახალგაზრდების თვითშეგნების ამაღლებაზე გადის!
ჩვენ გვინდა მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელი მომავალი თაობა!” – წერს მეგი საჯაია.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია”, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს სახელწოდებით “უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელი მომავალი”. ორგანიზაციის ხელშეწყობით უკვე გამოქვეყნდა პუბლიკაციები სათაურებით: “კორონავირუსმა ტუბერკულიოზის საფრთხე არ უნდა დაგვავიწყოს” და “კორონავირუსმა ნაწლავური ინფექციების საფრთხე არ უნდა დაგვავიწყოს”.

კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი ჟურნალისტები აქტიურად გააშუქებენ ყველა იმ დაავადებას, რომელიც საზოგოდოებრივი თავშეყრის ადგილას შეიძლება დაგვემართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები