LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორი იქნება სასტუმრო აბასთუმანში, რომელზეც ივანიშვილი $34 მლნ-ს ხარჯავს (ფოტოები)

1987
71493305-2361066850827057-2552342761562963968-n

აბასთუმანში Autograph Collection-ის სასტუმროს მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდი“ $34 მლნ-ს დახარჯავს.

„თანაინვესტირების ფონდის” შემადგენლობაში არსებული „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ინიციატივით, აბასთუმანში, მარიოტისსაერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება.

170 ნომრიანი სასტუმროს კარკასის სამუშაოები წლის ბოლომდე ან 2020 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. ჯამური ინვესტიცია კი 34 მლნ დოლარს შეადგენს.

Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აბასთუმანში სანატორიუმ “ცისარტყელას” ტერიტორიაზე, დაახლოებით 25 000 კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება და მასზე ამ ეტაპზე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

არსებული ინფორმაციით, სასტუმრო ექსპლოატაციაში 2021 წლიდან შევა, რა დროისთვისაც დასაქმებულთა რიცხვი 400-ს მიაღწევს. 170 ნომრიან სასტუმროში თავმოყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360 გრადუსიანი ხედით და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები