LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „ვიღაც უნდა მოვიდეს აუცილებლად, ღმერთმა უნდა გამოგვიგზავნოს, ოღონდ ძალიან ძლიერი კაცი, რომელიც იქნება მართალი თავის თავთან და თქვენ წინაშე…“

344
nanibregvadzenews45

ნანი ბრეგვაძეს ახალხან 85 წელი შეუსრულდა. მასთან ინტერვიუ ჟურნალ O.K.-ს ახალი ნომერში დაიბეჭდა. გთავაზობთ ამონარიდს და ნანი ბრეგვაძის პასუხს კითხვაზე, არის თუ არა რაიმე, რაც ყველაზე ძალიან სურს.

ნანი ბრეგვაძე:

„რაც მე ძალიან მსურს, და ყველას ამას ვეხვეწები, ესაა – გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ. არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. გავერთიანდეთ, რომ მტერი ვერ მოგვერიოს! იყავით პატივისცემით ერთმანეთის მიმართ. ყველას აქვს ნაკლი. დაცინვის მომენტი საშინელებაა ჩემთვის, როცა დასცინიან ერთმანეთს და არ მოსწონთ არაფერი. ეს როგორ შეიძლება?.. ყველაში არის ცუდი და კარგი. თუ შენ ამ ცუდს გვერდზე გასწევ და დაინახავ კარგს, იქნებ, ამან გაგვაერთიანოს. რა იქნება, დასხდეთ ერთად და მოელაპარაკოთ ერთმანეთს. ოღონდ არა ჩხუბითა და ლანძღვით.

მე მუდამ მოლოდინში ვარ ვიღაცის. ვიღაც უნდა მოვიდეს აუცილებლად, ღმერთმა უნდა გამოგვიგზავნოს, ოღონდ ძალიან ძლიერი კაცი, რომელიც იქნება მართალი თავის თავთან და თქვენ წინაშე, და არ მოგატყუებთ… თუნდაც ქალი, რა მნიშვნელობა აქვს. რაღა შორს წავიდე – თამარ მეფე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები