LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძის საღამო წინანდალში და 85 წლის მომღერლით მოხიბლული აუდიტორია

421
nanibregvadzenews227

ჭეშმარიტი ქართული სიმღერის საღამო – ასე მოიხსენიებდნენ წინანდალში გამართული კონცერტის შემდეგ ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამოს, სადაც ლეგენდარულ მომღერალს აკომპანემენტს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი უწევდა, ხოლო მასთან ერთად სცენაზე ასვეე გამოვიდა ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ საღამოზე მონაწილეობისთვის ესტუმრა საქართველოს. როგორც ლიზამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, ის ბავშვობიდან უსმენს ნანი ბრეგვაძის შემოქმედებას და მხოლოდ ახლა გაიცნო ის პირადად.

ნანი ბრეგვაძე იუბილარია – ლეგენდარულ ქართველ მომღერალს 85 წელი შეუსრულდა

მომღერალმა თავისი რეპერტუარიდან ყველა ცნობილი სიმღერა შეასრულა. უნდა ითქვას, რომ მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია როგორც ფიზიკურად, ასევე ვოკალურადაც. მასთან ერთად, სცენა, რასაკვირველია, დაიკავეს მისმა ქალიშვილმა ეკა მამალაძემ და შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ, რომელიც ფეხმძიმე გახლავთ და მალე შვილს ელოდება.

ნანი ბრეგვაძემ ქართული სიმღერის შესრულების ისეთი სტანდარტი დაამკვიდრა, რომელსაც დღემდე ვერავინ შეწვდა – ეს ნიკოლოზ რაჭველის მოსაზრებაა, თუმცა მომღერლის მრავალწლიანი კარიერა და სიყვარული პუბლიკის მხრიდან გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ მოსაზრებას ჩვენც დავეთანხმოთ.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო კონცერტების სერია გრძელდება. ნანის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები