“იქნებ შევეშავათ ადამიანის წყევლას, თუ ის ფოტოს და ვიდეოს დადებს ან ოჯახის წევრს გადაიყვანს ოჯახური ტიპის პანსიონატში,” – ამის შესახებ ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ერთ-ერთ პოსტს ეხმაურება, სადაც ის მამის ვიდეოს გაზიარების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.
როგორც ნანიკო აღნიშნავს, დემენციის მქონე პაციენტს სპეციფიკური მოვლა სჭირდება. მისივე თქმით, უნდა დავიწყოთ ფიქრი “სიბერეზე”…საჭიროა სახელმწიფომ გადაამზადოს მომვლელები, ასევე უნდა გაიხსნას დღის ცენტრები…
“ისე კი მიხარია “მეინსტრიმი” რომ არის დემენცია. ბევრი მეფერება, თბილ სიტყვას არ იშურებს, უამრავი მაკრიტიკებს, მლანძღავს, ასევე არ იშურებს წყევლას, მერკანტილურობაშიც გამომიჭირეს …. კარგია !
ძალიან ბევრი ნახვა აქვს ვიდეოებს და ინტერვიუებს, რაც მახარებს. ახლა გეტყვით რატომ:
იქნებ დავიწყოთ ფიქრი “სიბერეზე” , საჭიროებებზე, იქნებ სახელმწიფომ გადაამზადოს მომვლელები და ა. შ.
დემენციის მქონე პაციენტს სპეციფიკური მოვლა სჭირდება და ამას აუცილებლად ცოდნა უნდა. იქნებ გაჩნდეს დღის ცენტრები, იქნებ გაიხსნას ახალი და კარგი პანსიონატები, იქნებ შევეშავათ ადამიანის წყევლას, თუ ის ფოტოს და ვიდეოს დადებს ან ოჯახის წევრს გადაიყვანს ოჯახური ტიპის პანსიონატში. იქნებ იქნებ ♥️
ეს ერთი გავაზიარე და კიდევ უამრავია,” – წერს ნანიკო ხაზარაძე.