ნანიკო ხაზარაძე მამის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის სტუდენტებს ლექციას უტარებს. შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანის მამის დიაგნოზი დემენციაა.
როგორც ნანიკო აღნიშნავს, ლექციის მერე სასამართლო პროცესია, სადაც უნდა გადაწყდეს, მიანიჭებენ თუ არა მას მამის მეურვის სტატუსს.
ნანიკო ხაზარაძე:
„ლექციის თემა „მწვავე აპენდიციტი“, ნამდვილი სტუდენტები ჰყავს
დემენციამ ვერაფერი დააკლო ცოდნას.
ლექციის შემდეგ სასამართლო გვაქვს. უნდა მომანიჭონ მეურვეობის სტატუსი. იმედია, არ წამართმევენ მამას!..“