LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ბესო ზანგურმა დაცვის ისეთი აბსურდული პოზიცია აირჩია, რომ რაღაცნაირად ეჭვიც აღარ გვეპარება…”

2648
nankaaa4355

ნანკა კალატოზიშვილმა “ტვ პირველის” შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს რობერტ სტურუას გამოხმაურებაზე ბესო ზანგურის სკანდალური საქმის შესახებ.

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! დაქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!” – რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

ნანკა კალატოზიშვილი:

„ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, როგორც ბატონი რობერტის პოსტი, კიდევ არაერთი სხვა კომენტარი, მათ შორის თავად ბესო ზანგურის პოსტები და კომენტარებიც… არ ვიცი, მას მართლა ჰგონია, რომ ამით ბატონ რობერტს ებრძვიან? და ისევ „ნაცებს“ მიადგა… სრულიად აბსურდული პოზიცია ჰქონდა ბესოს. დაცვის ფორმაც ისეთი აირჩია, რომ რაღაცნაირად უკვე ეჭვიც აღარ გეპარება… თითქოს აღიარებითი ჩვენებასავით არის დამოკიდებულება და ფორმა. ჩემს მეგობარზე რომ მითხრან, მოძალადეაო, შეიძლება გამიკვირდეს და დავიცავ. ვიცნობ, ჩემი მეგობარია და სხვა შემთხვევებზე არ მსმენია, ვთქვათ… რთულია, როცა პირდაპირ გაბრალებენ და ყველა ითხოვს მტკიცებულებას, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. ყველა ვიცნობთ ყველას და სხვა ქეისებისგან განსხვავებით, ეჭვიც არ გვეპარება. თან, ისე იცავენ თავს, რომ ეჭვი კიდევ უფრო არ გეპარება“.

ნანკამ ასევე უპასუხა დასმულ კითხვას, როგორ წარმოუდგენია, ბესო ზანგური სცენაზე გამოვიდეს და მაყურებელმა ამ დროს ტაში შემოცხოს:

„ნიჭიერი ადამიანი არ ნიშნავს კარგ ადამიანს. სცენაზე რომ გამოდის და რაღაც დიადზე გელაპარაკება, მისი აღარ გჯერა, თუმცა ჩემთვის რთულია კოლეგაზე ასე პირდაპირ თქმა, უნდა იდგეს თუ არა სცენაზე…“

ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა

თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! დაქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!” – რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები