მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს!
რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!” – წერს რეჟისორი.

“წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ!

ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!”-აღნიშნავს კომენტარში სტურუა.

ცნობისთვის, 12 აპრილს გადაცემაში „ფარულ კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური მას ფიზიკურად უსწორდებოდა.

თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები