LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ნაცები იყენებენ მოსახლეობასო, გაიძახით და ამით ამართლებთ დაბრმავებულ ახალგაზრდებს, ლოგინში ჩაცხრილულ შვილს…“

249
nanka2011

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ძალადონა არის ძალადობა და რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

გთავაზობთ მსახიობის სტატუსს:

„შენ რომ 10 კაცი მოკლა და დაასახიჩრო, მე – 5, შენზე კარგი ადამიანი ვარ? მკვლელობა არის მკვლელობა, ძალადობა არის ძალადობა და რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, ამაზე წამსვლელი ხარ და უკვე მოძალადე ხარ.

ნუ ეჯიბრებით ერთმანეთს სისხლის რაოდენობაში. ნაცები იყენებენ მოსახლეობასო, გაიძახით და ამით ამართლებთ დაბრმავებულ ახალგაზრდებს, ლოგინში ჩაცხრილულ შვილს, პოლიციაში თვითმკვლელობამდე მიყვანილ ბავშვებს. თქვენ არ გიყენებთ ოცნება, როცა ამაზე თვალს გახუჭვინებთ? დანაშაული იყო 13 წლის წინაც და დანაშაულია ახლაც. მთავარი ადამიანია და პოლიტიკოსების გამო, საკუთარ ადამიანურობასაც კარგავთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები