LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანობს თუ არა კობახიძე მელიასთან დაპირისპირების ინციდენტს

116
9090

ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც პასუხი სჭირდებოდა, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასთან მომხდარ ინციდენტზე.

„ნიკა მელიასთვის პასუხის გაცემა აუცილებელი იყო, თუმცა ამის მიუხედავად მე მმართებდა საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა, და ეს გავაკეთე.

ვერაფერს ვინანებ, იმიტომ რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც პასუხი სჭირდებოდა.

ის ფრაზები, რაც იმ ინციდენტის დროს ვთქვი, ჯობდა საზოგადოებას ტელევიზიით არ მოესმინა. ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა აუცილებელია, მაგრამ მელიასთვის პასუხის გაცემაც, ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო“. – ამბობს კობახიძე „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის  დაპირისპირება მოხდა, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

კობახიძე: კალაძეს 50 %-ზე ბევრად მეტის აღება შეუძლია, მეორე ტურს გამორიცხავ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი კონკურენტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხარო რეალობაა, რომ ნიკანორ მელია მეორე ადგილზე გავა

ყველა ინფორმაციას მივაწვდი პროკურატურას – კობახიძე გახარიაზე

 

კობახიძე: 2024 წლამდე საქართველოში კოალიციური მთავრობა არ იქნება

ეს არის პიარული ტრიუკი, ჩამოსვლისთვის ბილეთის გამოქვეყნება საკმარისი არაა – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g