შესაძლოა, პიარულ კამპანიად შეფასდეს ის განცხადება, რაც გახარიამ გააკეთა. ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება, კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიემართა პროკურატურისთვის.
„თავის დროზე უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ არ აქვს შესაბამისი პრობლემები, თუმცა ეს მტკიცებულება არ წარმოადგინა, შეგნებულად გაწელა დრო.
შემდეგ წარმოადგინა გარკვეული დასკვნა, რომელიც არის აშკარად გაყალბებული. დრო გაუშვა იმის, რომ სათანადოდ იქნეს ეს გამოკვლევა ჩატარებული. ასეთ დროს შესაძლოა, პიარულ კამპანიად შეფასდეს ის განცხადება, რაც გააკეთდა მისი მხრიდან პროკურატურასთან დაკავშირებით.
თუმცა, თუ გახდება ჩვენების მიცემა აუცილებელი, მე ყველა ინფორმაციას მივაწვდი პროკურატურას“, – განაცხადა კობახიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.
ყველა ინფორმაციას მივაწვდი პროკურატურას – კობახიძე გახარიაზე
კობახიძე: 2024 წლამდე საქართველოში კოალიციური მთავრობა არ იქნება
ნანობს თუ არა კობახიძე მელიასთან დაპირისპირების ინციდენტს