მუსიკოს ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ერთობლივი რომანტიკული ვიდეოს შემდეგ, მოდელმა თაყვანისმცელებს ამჯერად, სანაპიროზე მარტო გადაღებული ვიდეო გაუზიარა.

ვიდეო სავარაუდოდ შეკვეთილის სანაპიროზეა გადაღებული, სადაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ულამაზესი სახლი აქვს.

“ჩემს ტალღაზე”- წერს ნანუკა “ინსტაგრამ” გვერდზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვიდეომაც დაიმსახურა უამრავი მოწონება. ნანუკას მიმდევრები აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია.

Wow – წერს კომენტარებში დიზაინერი, ანუკი არეშიძე.

 

ბერა და ნანუკა საკმაოდ აქტიურები არიან ერთობლივ პლატფორმაზე “ტიკ ტოკი” , სადაც წყვილს უკვე ორი მილიონი მიმდევარი ჰყავს.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05