LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე.. ერთი კვირა აპარატზე იყო მიერთებული.. 15 წლის იყო, საოცარი ხასიათის, უნიჭიერესი..“ – მოდელი მარიშა გვიდანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

15138
387459113_1998171303878946_1659910828703520540_n

მოდელი მარიშა გვიდანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ „ფორტუნას“ სააგენტოში „Geomodels Agency“ განუცხადეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა. სააგენტოს წარმომადგენელი, მოდელის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ადგილზე ჩაბარდა პოლიციას.

მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, მოდელი მთელი ამ ხნის განმავლობაში მართვითი სუნთქვით აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.

„გამიფრინდა ჩემი ანგელოზი“ – მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

ინფორმაცია „ფორტუნას“ სააგენტოში „Geomodels Agency“ დაუდასტურეს.

„ნასვამი მძღოლი დაეჯახა, ტროტუარზე მყოფ მარიშას.. ოჯახის წევრები გაოგნებულები იყვნენ, ძალიან ოპერატიულად იმოქმედა სასწრაფოს ბრიგადამ, კლინიკაში გადაიყვანეს..

მარიშამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა, ოპერაცია ჩაუტარდა.. უმძიმესი მდგომარეობა იყო, ოჯახი იმედს არ კარგავდა, თუმცა გუშინ მოხდა, რაც მოხდა..  15 წლის იყო, საოცარი ხასიათის გოგო, უნიჭიერესი, ჩვენთან საკმაოდ წარმატებით მუშაობდა, არაერთ გადაღებაში იღებდა მონაწილეობას..“, – განუცხადა „ფორტუნას“ სააგენტოს „Geomodels Agency“ წარმომადგენელმა.

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ დეტალებს შსს-ში არკვევს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები