LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძე: ,,ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერი ქალისთვის!..”

197
ნატა-ფერაძე

ნატა ფერაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივით, მას 27 ტრანსგენდერი ქალისთვის დასარიგებელი პროდუქტი გაუგზავნეს.

გთავაზობთ მის პოსტსა და ფოტოებს, რომლებიც გამოაქვეყნა:

“ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე!!!
ყველი, მაწონი, სიგარეტი, კარტოფილი ა.შ.
კი. ეკლესიის!
ვიწყებ დარიგებას”.

როგორც ნატა ფერაძე წერს, მას სთხოვეს, არ გაემხილა, რომელი ეკლესიიდან გამოუგზავნეს პროდუქტები, მაგრამ ის მართლმადიდებლურია. ფერაძე ამბობს, რომ საპასუხოდ ტრანსგენდერმა ქალებმა ეკლესიის წარმომადგენლებს თავიანთი ხელით მოყვანილი ყვავილები გამოუგზავნეს.

პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები