LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „სამყაროს მესიჯების მოსმენა უნდა ვისწავლოთ…“

321
fanjikidze-news20

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, როგორი ადამიანები ახდენენ ჩვენზე ზეგავლენას და რა კონკრეტული მესიჯებით მოდის ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა პერსონა.

გთავაზობთ ცნობილი ფსიქოლოგის ჩანახატს ამ თემაზე:

„ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოულოდნელად (გგავს, ან მით უმეტეს თუ არ გგავს, არც პროფესიით, არც აზროვნების ტიპით) საინტერესოდ ჩათვალე, ან კომფორტულად იგრძენი მის კამპანიაში თავი, თუნდაც ეს ათწუთიანი მგზავრობა იყოს ტაქსით, ან მითუმეტეს ცოტა მეტი ხნის კომუკაცია, თუ ყურადღება რაღაცამ წაიღო, ეს ნიშნავს, რომ შენს კითხვებზე პასუხი მოვიდა და ამ ადამიანს კონკრეტული მესიჯი აქვს შენთვის იმ კონკრეტულ დროს და იმ კონკრეტულ თემაზე, რაზეც “ორსულად” ხარ და გოგოა, ბიჭია, ტყუპია, ჯერ არ იცი. რა ფსიქოლოგიური სტატუსიც აქვს იმ წამს შენს გონებას, იმის მიხედვით ხდება “ვიღაც ახალი პერსონაჟის” აღმოჩენა. როგორც სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნი, ფილმი, სიტუაციაა საინტერესო, იგივენაირად ამჩნევ, ან ვერა ადამიანებს. თემას, რომელსაც ვუტრიალებ აგვისტოს მერე, ფორმა მივეცი და ვარ ბედნიერი. მოკლედ, მოსმენა უნდა ვისწავლოთ სამყაროს მესიჯების. გაქვს კითხვა? უსმინე პასუხს ყველგან და განსაკუთრებით, არა წიგნებში, არამედ ამბების და რეაქციების პირველწყაროში, – ადამიანებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები