გერმანული Voice-ის ქართველი გამარჯვებულის ნათია თოდუას ახალი სიმღერა უკვე ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. როგორც გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ახალგაზრდა მომღერალმა განაცხადა, თაყვანისმცემლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ მის ახალ ნამუშევარს. მისივე თქმით, სიმღერის ჩაწერა გადატვირთული საკონცერტო ტურნეს გამო გაჭიანურდა.

სიმღერით, რომლის სახელწოდებაა My Own Way, ნათია თოდუა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზეც წარდგება, რომელიც ბერლინში 22 თებერვალს გაიმართება. ქართველი მომღერალი იმ ექვს კონკურსანტს შორის მოხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2018 წლის ევროვიზიის კონკურსზე გერმანიას წარადგენს.

მსგავსი თემები