LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ: სტოლტენბერგი უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე

81
Untitled design (1)

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წარმომადგენლობა უკრაინის საზღვართან, რუსეთის სამხედროების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო.

რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა: უკრაინული მედია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ტვიტს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია უკრაინის  მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერას აგრძელებს:

“მე დავურეკე უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის, რომ გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო საქმიანობის შესახებ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების გამო.

ნატო აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერას.” – წერს სტოლტენბერგი.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს. გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა ორი უკრაინელი სამხედრო, ქმედების საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს უკრაინელმა სამხედროებმაც.

მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს აშშ და დასავლეთი.

ამერიკა ოფიციალურ მოსკოვს განმარტებებს სთხოვს და მოუწოდებს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავი შეიკავოს, დიდი ბრიტანეთი კი უკრაინის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.

mazda magti 5g