რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.
„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, გაერთიანებული ძალების ორმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, უკრაინამ რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ, უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.
„6 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.