LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო მეტონიძე: „ერეკლე დეისაძეს სიმღერის გამოყენებაზე ნებართვა არ უთხოვია…“

1372

ერეკლე დეისაძის ახალი ვიდეორგოლი სიმღერაზე „ხალხური“, რომელსაც დადებიდან ძალიან მცირე ხანში ბევრი გაზიარება მოჰყვა სოციალურ ქსელში, შესაძლოა, „იუთუბიდან“ წაშალონ. მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევაა, რომელსაც ეკო დეისაძეს ედავებიან. მუსიკოსს თავის ახალ კომპოზიციაში გამოყენებული აქვს ნატო მეტონიძის მიერ  შესრულებული გია ყანჩელის სიმღერა – „შენ ერთადერთი“, თუმცა ამის შესახებ მომღერალმა არაფერი იცოდა…

ერეკლე დეისაძე წერს, რომ საავტორო უფლებების ასოციაცია ვიდეოს წაშლას სთხოვს, მაგრამ ამის გაკეთებას არ აპირებს.

გთავაზობთ მუსიკოსის პოსტს:

„მეგობრებო, ჩემი შემოქმედების გამო არაერთხელ გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, ამას მე მიჩვეული ვარ, არც ეს სიმღერა აღმოჩნდა გამონაკლისი, უბრალოდ ასეთ მოკლე ვადებში არ ველოდებოდი, მოითხოვენ რომ ვიდეო ავიღო, სხვა შემთხვევაში ამაში საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

ჩემი შემოქმედება ჩემი იდეური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია, ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

მე არ ვაპირებ ეს ვიდეო ავიღო. ალბათ ,იუთუბს’ მიმართავენ და წაშლიან, მაგრამ ჩემი ხელით ეს არ მოხდება“.

Fortuna.ge ნატო მეტონიძეს დაუკავშირდა. მომღერალს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ეკო დეისაძე მისი სიმღერიდან ამონარიდის გამოყენებას აპირებდა.

ნატო მეტონიძე:

ეს კომპოზიცია ჯერ არ მომისმენია, მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი სიმღერა არის გამოყენებული.

დეისაძემ ნებართვა თუ გთხოვათ?

არა.

აპირებთ, მოსთხოვოთ მას ვიდეოს აღება?

არაფერს არ ვითხოვ, ჯერ სიმღერა არ მომისმენია და კომენტარს არ გავაკეთებ.

 

მოგვიანებით, ნატო მეტონიძე ისევ დაგვიკავშირდა და განგვიცხადა, რომ მოუსმინა სიმღერას და გაახსენდა, რომ ამ კომპოზიციის შესახებ მას თიკო სადუნიშვილი ესაუბრა – „ერეკლე დეისაძის მეგობარი, თიკო სადუნიშვილი მესაუბრა, რომ ერეკლე აპირებდა „ხანუმას“ გამოყენებას თავის ახალ კომპოზიციაში. რამდენადაც მახსოვს, როცა თიკოს შევხვდი ახალი წლის კონცერტზე, მაშინ მითხრა. ახლა რომ მოვისმინე სიმღერა, გამახსენდა…

ანუ შეიძლება ითქვას, რომ ნებართვა გთხოვათ?

შეიძლება ითქვას, რომ თიკო ამბად მომიყვა…

საავტორო უფლებების ასოციაციის გადაწყვეტილებას ვიდეოს აღებასთან დაკავშირებით ეთანხმებით?

ამის თაობზე საქმის კურსში არ ვარ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები