LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ: ვოლოდიმირ ზელენსკი

151
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ“, – ამ განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონის შემოღებაზე უარის თქმის გამო ნატო-ს წევრი ქვეყნების უარი გააკრიტიკა.

მისივე განცხადებით, „ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის, ვინც სუსტი და დაუცველი არის შინაგანად, მაგრამ უკრაინაზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობს“.

სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ნატო ისეთი არ ყოფილა, როგორც ამას უკრაინელი ხალხი ფიქრობდა: დმიტრო კულება

მსოფლიომ ატომური კატასტროფა აიცილა თავიდან, პრეზიდენტმა პუტინმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე: ლინდა თომას გრინფილდი

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები – “დიდი შვიდეული”

„ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ აგრეთვე დაადასტურეს, რომ რუსეთს შეტევის გაგრძელება სურს. როგორ შეიძლება? იმის გაგებით, რომ ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატო-მ შეგნებულად გადაწყვიტა არ დაეხურა საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოსდა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ. ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის, ვინც სუსტი, დაუცველი არის შინაგანად, მაგრამ ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობს. თქვენ ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. იმ შეხვედრაზე რაზე ფიქრობდით? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება – თქვენ გამო დაიღუპება. თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო. ალიანსმა დღეს რაც გააკეთა – საკუთარი შესყიდვების სისტემიდან 50 ტონა დიზელის საწვავის გადაცემა იყო უკრაინისთვის, ალბათ იმიტომ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის დაწვა შევძლოთ? უკეთესად დაიწვას? მაგრამ ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

ევროკავშირის სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა: ბორელი

magti 5g