ევროკავშირის სანქციები არ არის გამიზნული რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის შეცვლაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
“სანქციები გამოიწვია ომმა. მიზანი კი რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა, რათა რუსეთის ეკონომიკამ იგრძნოს შედეგების სიმძიმე და გაძლიერდეს უკრაინელების პოზიციები მომავალ მოლაპარაკებებში” – აღნიშნა ბორელმა.
მისი განცხადებით ეს არაფერ კავშირშია რუსეთის რეჟიმის შეცვლასთან.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ომი და არა რუსი ხალხის ომი.