უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, „სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ, რომ ნატო ისეთი არ ყოფილა, როგორც ამას უკრაინელი ხალხი ფიქრობდა“. როგორც კულებამ ტელემარათონის დროს განაცხადა, ეს ის სისუსტეა, რომლისთვისაც ალიანსი გადაიხდის.
ამავდროულად, მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობას განაგრძობს.
„ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქით არის. რომ ევროპული კავშირი პრინციპულია, გააჩნია ძალა, გამოიყენა უპრეცედენტო სანქციები. შექმნა სოციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. ჩვენ მოგვცა პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ნატოს კი არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია.
ჩვენ მაინც ძლიერები ვრჩებით და განვაგრძობთ მუშაობას ორმხრივ დონეზე პარტნიორებთან, რათა მივიღოთ მათგან თვითმფრინავები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. ეს ნატოს წევრი ქვეყნები არიან და არა ალიანსი, როგორც ერთი მთლიანი სტრუქტურა. ომი – ეს არის დრო, როდესაც ნიღბების ჩამოხსნა ხდება, როდესაც თითოეული საკუთარ არსს ამზეურებს. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ნატო ისეთი არ ყოფილა, როგორც ამას უკრაინელი ხალხი ფიქრობდა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.