LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს გენერალური მდივანი ხვალ საქართველოში ჩამოვა

174
20181204213754

რა მნიშვნელობის იქნება ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში – ამ საკითხზე კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყების წარმომადგენლის ინფიორმაციით, მსგავსი სახის ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი ნატოს დღის წესრიგში დგას.

იენს სტოლტენბერგის ვიზიტი თბილისში ორშაბათს დაიწყება. ნატოს გენერალური მდივანი ხვალ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება.

ის, ასევე, დაესწრება რიგით მეორე ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მიიღებენ მონაწილეობას.

ეს ნატოს გენერალური მდივნის მესამე ვიზიტია საქართველოში. თბილისში ის ერთი დღით დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები