23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.