LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეტავ მე დამმართნოდა ეს დაავადება – ზურა ხაჩიძე

149
?????????????????????????????????????????????????????????

ზურა ხაჩიძემ მისი მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას ავადმყოფობაზე გადაცემა “პროფილში” ისაუბრა.

როგორ მან აღნიშნა, სრულიად დემორალიზებულია და საკუთარ თავს ვერ ცნობს.

“ერთ დღეს ხათუნას დაეწყო ხველება, რომელიც მთელი თვე გაგრძელდა. მაშინ ახალციხეში ვიყავი. ნინის წაუყვანია ექიმთან, როცა გამოვიდნენ დავურეკე. ტიროდა, ვერ მივხვდი რა მოხდა. მერე ნინიმ დაველაპარაკე..

ეგრევე წამოვედი სამსახურიდან, იმის მერე დემორალიზებული ვარ, საკუთარ თავს ვერ ვცნობ. სულ ვნატრობ, ნეტა მე დამმართნოდა. ხათუნა ის ადამიანია, რომელიც ყველას გვივლის. მე რომ ვყოფილიყავი მის ნაცვლად, უკეთ მომივლიდა და გოგონებსაც არ მოაკლდებოდა მისი მზუნველობა.

ურთულესი პედიოდი გავიარეთ. დეპრესია ჰქონდა და იყო დღეები, როცა არავის არ გველაპარაკებოდა. პანდემიის დროს სამჯერ მოვხვდით საავადმყოფოში. ერთხელ სადარბაზოში წაიქცა..

მაქვს შიში იმისა, ეს არ იყოს ბოლო დღე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ხათუნა ამბობს, რომ ამ ერთ წელიწადში ძალიან შევიცვალე. უფრო თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე გავხდი. ზოგადად, მიჭირს ემოციების გამოხატვა, მაგრამ ხათუნა ამბობს, რომ ეხლა სხვანაირი ვარ”,-ამბობს ზურა ხაჩიძე.

ცნობისთვის, ხათუნა ჟორდანიას ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელდა. მას შემდეგ მათი ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ხათუნდა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები