LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია “მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი აღარაა

547
ოქუასჰვილი გვარამია

ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ წილის  საკონტროლო პაკეტის მფლობელი აღარაა.

22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით, არხის მოქმედმა მფლობელებმა, ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ, ჯამში, ტელევიზიის წილის 38% გაასხვისეს.

ამ ცვლილებამდე გვარამია არხის წილის საკონტროლო პაკეტს (51%) ფლობდა.

განხორციელებული ცვლილების შემდეგ „მთავარი არხის“ 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა.
ამას გარდა, დოკუმეტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს. ეს 37 პროცენტი ბაკურ ჯახაიამ ნიკა გვარამიასგან იყიდა.

კახაბერ ანჯაფარიძე კი თავის 38%-ს BGIM LTd-ზე ყიდის. ეს კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.

ანჯაფარიძეს არხის წილის 38%-ში BGIM LTd 38 ათას ლარს უხდის და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ მოიძიებს პარტნიორებს, რომლებიც კომპანიას იჯარით გადასცემენ ტელევიზიის არსებობისთვის საჭირო უძრავ-მოძრავ ქონებას.

BGIM LTD წილის 1 პროცენტს ნიკა გვარმიასგანაც ყიდულობს. შესაბამისად, ის რეესტრში შეთანხმების ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მთავარი არხის წილის 39 პროცენტის მფლობელი გახდება.

შეთანხმებების რეგისტრაციის შემდეგ “მთავარი არხის” წილები ასე განაწილდება

BGIM ltd – 39% (შეეძლება 39.8 პროცენტის მართვა)

ნიკა გვარამია – 12%

მარი ანა რურუა – 2.5%

თეიმურაზ ვასილიძე – 1%

ბაკურ ჯახაია – 37%

ნიკოლოზ სისაური – 3%

გიორგი რურუა – 2.5%

შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%

ბენმონტი – 0.2%

მონტე – 0.2 პროცენტი

ომეგა მოტორ ჯგუფი – 0.2 პროცენტი

მატრიქსი – 0.2

მაგული ხარებავა – 0.2 პროცენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები