LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ყიფშიძე: “შეიძლება დასჭირდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა, უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და უფერულობა”

140
BeFunky-collage

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

ყიფშიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმითვე, შესაძლოა ექიმთა კონსილიუმი ვადაზე ადრე შეიკრიბოს.

“ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს, ექიმებმა უნდა თქვან რა გავაკეთოთ შემდეგ. საჭიროა თუ არა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა, რა მინერალები უნდა მივცეთ, ან რა უნდა გადავუსხათ.

შეიძლება დასჭირდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა ვიდრე სამშაბათს, მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა, როდესაც ადამიანი სუსტად გრძნობს თავს და გრიპი გადახდა… ასეთი სიტუაციაა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტია.

კონსილიუმთან დაკავშირებით სახლში წასვლის შემდეგ დავურეკავ ციხის ექიმს და შემდეგ მათ უნდა გადაწყვიტონ, როდის ჩანიშნავენ”, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები