ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ნიკორა სუპერმარკეტი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს მირიან მეფის 26 ნომრის მიმდებარედ არსებულ ბერი ანდრიას ფონდში და იაშვილის კლინიკაში ეწვევა.
როგორც ”ფორტუნას” ”ნიკორადან” აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ბერი ანდრიას ფონდის 57-მდე ბენეფიციარსა და იაშვილის კლინიკის 30-მდე პაციენტს მოინახულებენ. სოლიდური სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ასაკი 2-19 წლამდეა.
მათივე ინფორმაციით, პატარებს სხვადასხვა სახის ტკბილეული, სათამაშოები და სასაჩუქრე კალათები გადაეცემათ. მათ განწყობაზე კი ილუზიონისტი, ზღაპრის გმირები, ანიმატორები და კლოუნები იზრუნებენ. სურვილის შემთხვევაში ბავშვებს სახეზე მათთვის სასურველი ნახატების დახატვის საშუალებაც ექნებათ. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდება.
ამას გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტის“ სახელით, ბერი ანდრიას ფონდს პირველადი მოხმარების პროდუქციაც გადაეცემა.