LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი ბევრი ლაპარაკის გამო ემინემს შეადარეს

787
ninigogichashvllnewsssws

“მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი, როგორც აღმოვაჩინეთ, კულინარიით ყოფილა გატაცებული. მან აზიური სუპი გაასინჯა “მასტერშეფის” ჟიურის წევრებს და წინსაფარიც დაიმსახურა, თუმცა კერძის კონცეფციის შესახებ ძალიან ბევრი ისაუბრა და როგორც ჩანს, გადაცემის შემდეგ მაყურებლის კომენტარებსაც გაეცნო ამ თემაზე, ამიტომაც ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

“რაღაც დამრჩა სათქმელი და ხომ არ დამემატებინა?”

მის ამ კომენტარს მისმა დამ, ნანუკა გოგიჩაიშვილმა უპასუხა და აღნიშნა:

“ემინემის რეპს აჯობე. გურულების სისწრაფე მაინც სულ სხვაა”.

ფოტოს სხვა კომენტარებიც მოჰყვა: “როგორ გიძლებენ ოჯახში, რა საყვარელი ხარ…”, “გეთქვა ერთი-ორი სიტყვა, რა ჩუმად იყავი”, – უწერენ მის საქართველოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები