LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი დეიდაა ნინი გოგიჩაიშვილი და რატომ არ აპირებს ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას: „ახალ პროექტზე ვმუშაობ…“

3658
ნინი-გოგიჩაიშვილი1

ნინი გოგიჩაიშვილი მცირე ხნით საქართველოში იყო ჩამოსული და თავისი ოჯახის წევრები და სამეგობრო წრე მოინახულა, ახლა კი უკან, დუბაიში დაბრუნდა, სადაც „ფეშენ ტვ“-სთან თანამშრომლობს და სხვა პროექტებითაცაა დაკავებული.

ნინი გოგიჩაიშვილთან ინტერვიუ fortuna.ge-მ ჩაწერა.

ნინი, ამჟამად რას აკეთებ, რა სიახლეებია შენკენ?

ვმუშაობ ახალ დიდ პროექტზე, რომლის მთავარი მიზანიც ქალების გაძლიერება იქნება. ე.წ. ქალთა კლუბი, რომელიც ფოკუსირდება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. იგეგმება სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა, სესიები, ლექციები. უფრო მეტის გამხელას დეკემბრის ბოლოსკენ შევძლებ. გარდა ამისა ვაგრძელებ „ფეშენ ტვ“-სთან თანამშრომლობას. 6-7 ოქტომბერს დუბაიში ტარდება 2-დღიანი შოუ, 40 დიზაინერის მონაწილეობით Nostalgia Sixth Edition, ცნობილი დიზაინერი ჟიურის წევრებით. ღონისძიებას „ფეშენ ტვ“ და NBC გააშუქებენ.

საქართველოში მცირე ხნით ჩამოხვედით. როგორი დრო გაატარე აქ?

საქართველოში უქმეებზე რამდენიმე დღით ვიყავი ჩამოსული, მოვესიყვარულე ოჯახს, მეგობრებს, ჩემს უსაყვარლეს ძაღლს – ჰაკუს და დავბრუნდი უკან, – დუბაიში.

ნანუკასთან და მის პატარებთან თუ გაქვს ხოლმე შეხვედრები და მოგვიყევი, როგორი დეიდა ხარ?

საბედნიეროდ, მქონდა მათთან დროის გატარების ბედნიერება, მაისში ჩასული ვიყავი ნანუკასთან 3 კვირით, ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი, პირველ რიგში, მე და ნანუკას და შემდეგ უკვე გავიცანი ჩემი სიყვარული ავა და შევხვდი აივის. აივი საოცრად კეთილი გონიერი და საინტერესო ადამიანია უკვე, ისე მენატრება ხოლმე, რომ მახსენდება, გული მიჩქარდება, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველდღე გვაქვს ოჯახს ერთმანეთთან კონტაქტი და სურათებით და ვიდეობით სულ ვადევნებ თვალ-ყურს.

სანამ აივი  2 წლის გახდებოდა, ნინის მაგივრად „ი”-ს მეძახდა და ისე მიყვარს აივის დაძახებული „ი“, რომ წამოიზარდა და ნინის მეძახის, ვეუბნები ხოლმე, რომ „ი” ვარ. იმედი მაქვს,  რომ კარგი დეიდა ვარ, ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ცხოვრების ბოლო წუთამდე აივის და ავას გვერდით ვიქნები, რაც უნდა დასჭირდეთ, ყველგან ყველაფრით დავეხმარები.

საქართველოში არ აპირებ დაბრუნებას?

საქართველო ძალიან მიყვარს და ყოველთვის ჩამოვდივარ, ზაფხულის ერთი თვე, ტრადიციულად, ულამაზეს კახეთში გავატარე, თუმცა ამ ეტაპზე დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ. მიუხედავად ამისა, ხშირად ჩამოვალ ხოლმე.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები