LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინის ემოციური ამბავი დედაზე: „კიბეზე დაგორდა და ხელი მოიტეხა. მე გახარებული მივედი სახლში და დედას მოვუყევი, აი, ღმერთმა დასაჯა-მეთქი…“

486
ნინი შერმადინი მთავარზე

მომღერალი ნინი შერმადინი იხსენებს ამბავს, რომელიც დედამისს უკავშირდება. ამბავი ძალიან ემოციურია:

„ერთ ისტორიას მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან.

სკოლაში ერთი კლასელი ბიჭი ძალიან მერჩოდა, ხან ჩანთას გადამიგდებდა, ხან თმებს მაწიწკნიდა, ერთხელ თმა შევიჭერი, გავისწორე და ნავთი დამასხა თავზე.  მე ხმას არ ვიღებდი, როგორც წესი უხმოდ ვიტანდი. ერთხელ კიბეზე დაგორდა და ხელი მოიტეხა. მე გახარებული მივედი სახლში და დედას მოვუყევი, აი, ღმერთმა დასაჯა-მეთქი. არ დამავიწყდება დედაჩემის სახე. წარბები შეკრა და განცვიფრებული სახით მკითხა:

– მერე, ნინიკო ეს შენ გიხარია?!

მე ღიმილი შემეყინა სახეზე…

– მაგას დედიკო, ბოროტება ჰქვია…

არასდროს დამავიწყდება…

აი, ამ მორალით გავიზარდე და რა ბედნიერებაა, რომ ფისომ გამზარდა…“

რამდენი წელი გავიდა, რაც არ მომფერებიხარ… არ მეგონა ასე ძალიან თუ მიყვარდი… ნეტა უფრო მეტად მოგფერებოდი და ჩაგხუტებოდი – ნინი შერმადინი დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„2022 წელი ჩემი ფეხზე წამოდგომის წელი იყო.. 2023 წელს ვთხოვ პირველ რიგში მოიტანოს მშვიდობა, ომი დამთავრდეს!“ – ნინი შერმადინი განვლილ წელს აფასებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g