LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გაჩეჩილაძე: ჩვენ დავბრუნდებით! ახალი სეზონით, ახალ არხზე!

1340
gachka

ყველაზე პოპულარული სერიალის მეთხუთმეტე სეზონი დასრულდა. უკვე დაანონსდა, რომ “ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონს არა „რუსთავი 2-ზე“, არამედ ახალ არხზე ვიხილავთ. 

„გთხოვთ, არ დაიშალოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ“ - დავით კვირცხალია ჩდც-ს გუნდს მიმართავს

"მათთან გატარებული ყოველი დღე იყო ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი"

ჩემი ცოლის დაქალების პროდიუსერი განცხადებას ავრცელებს

ახალ სეზონამდე, მსახიობები მაყურებლებს და გადამღებ ჯგუფს მადლობას უხდიან და მომავალ სეზონამდე ემშვიდობებიან. მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც სერიალში ცნობილი კატოა ამბობს, რომ ისინი დაბრუნდებიან “ახალი სეზონით და ახალ არხზე”.

“დასრულდა “ჩცდ”-ს მე-15 სეზონი, ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა: გადამღები ჯგუფიდან დაწყებული ერთგული მაყურებლით დამთავრებული. ❤? ჩვენ დავბრუნდებით! ახალი სეზონით, ახალ არხზე!!!” –  წერს ნინო გაჩეჩილაძე.

სალომე შარვაძე: „შევხდებით მალე ! ახალ არხზე , ახალი თავგადასავლებით და ახალი გამოწვევებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები