მსახიობი ნინო კასრაძე დათო გორგილაძესთან ინტერვიუში იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც წლების წინ ოჯახთან ერთად, ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ნინო კასრაძე:
„მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რას გამოვერიდე ქალაქიდან. ვფიქრობ, ეს რა თავხედობა იყო ჩემი მხრიდან. წამოვედი, ახალგაჩენილი ბავშვით, ახალ გარემოში, ახალ სახლში. პირველი წლები ძალიან მძიმე იყო. სრულიად მარტო ვიყავი, რადგან ბევრი ხალხიც არ ამოდიოდა. რთულიც იყო ამოსვლა, რადგან ტრანსპორტი ასე არ დადიოდა. ჩემ გვერდზე მხოლოდ მეგობრების მხოლოდ 10% დარჩა. ერთგული ადამიანები, მოტივირებული მეგობრები. მერე კი მივხვდი, რას გამოვექეცი. ალბათ, ეს არის ჩემი კომფორტის მდგომარეობა. თუ სადმე წავალთ ახლა, კიდევ უფრო შორს სადმე, სოფელში…“